Saturday, July 28, 2018

ზოგი რამ პედაგოგებისთვის

სადამრიგებლო საათის თემები, სასურველია, მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:

1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება `თანაკლასელი~; ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენა – საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემა – საკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?


2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი  პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილი – რას ნიშნავ სეს?


3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება  ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;


4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება  ხელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა.











No comments:

Post a Comment