გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ლალი მაისურაძე.
საგანი: ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ პირველი კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21.
მათ შორის სსსმ მოსწავლე - 1
გაკვეთილის თემა:
ხილია
თუ ბოსტნეული?
გაკვეთილის მიზანი:
ბოსტნეულის ამოცნობა და დასახელება.
ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთისაგან გარჩევა.
დაკვირვებისა და ლოგიკური აზროვნების
უნარების განვითარება.
შემოქმედებითი უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება-განვითარება.
სსსმ მოსწავლის მიზანი:
ბოსტნეულის ამოცნობა და დასახელება.
ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთისაგან
გარჩევა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები
ამოიცნობენ, დაასახელებენ , ერთმანეთისაგან განარჩევენ და დაახასიათებენ
ხილსა და ბოსტნეულს. გაიცნობიერებენ ხილისა და ბოსტნეულის,
როგორც ჯანსაღი საკვები პროდუქტის , მნიშვნელობას ჯანმრთელობისათვის.
განივითარებენ
დაკვირვების, ლოგიკური აზროვნების, ფანტაზიისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევას.
სსსმ მოსწავლის მიზანი:
ამოიცნობს, დაასახელებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ხილსა და ბოსტნეულს . დააწებებს მისთვის განკუთვნილ სამუშაო ბარათზე.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
2
|
პოზიტიური განწყობისა და სწავლისადმი მოტივაციის გაღვივების შემდეგ მასწავლებელი
კლასს
აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს,
შეფასების რუბრიკებს.
მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით კლასს უჩვენებს პლაკატს-„მხიარული მეჯლისი“და სვამს გასამეორებელ
კითხვებს:
1. გაიხსენეთ,
წინა გაკვეთილზე ვისთან ვიყავით სტუმრად?
2. რომელ
ბოსტნეულს დავუმეგობრდით?
3. რომელი
ბოსტნეული არ იყო მეჯლისზე ? რატომ?
შემდეგ კი ხსნის ამანათს და
აცნობს ბავშვებს ბუბა ბაბუს გამოგზავნილ ბარათს.(კიდევ მეტად უძლიერებს მოტივაციას
).
|
კითხვა-პასუხი
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა
დაფა, პლაკატი-„მხიარული მეჯლისი“
ჯადოსნური სკივრი
ბარათი
|
2 წთ
5 წთ
|
3
4
|
ზღაპრის გახსენება (თალგამსა და მოხუცზე).
მასწავლებელი სთხოვს სსსმ მოსწავლეს სურათზე თალგამის ამოცნობას.
ხილისა და ბოსტნეულის დაწებებას მისთვის განკუთვნილ სამუშაო ბარათზე.(თავის
ნამუშევარს გააკრავს დაფაზე).
მოსწავლეები კი პლაკატზე დაკვირვებით გამოიცნობენ:
1.
მიწაში დამალულ ბოსტნეულს.
(შემოხაზავენ წრეში)
2.
მიწის ზემოთ მოყვანილ ბოსტნეულს. (შემოხაზავენ კვადრატებით)
ისაუბრებენ სეზონურ ხილზეც.
თამაში - ხილია თუ ბოსტნეული?
მასწავლებელი აცნობს თამაშის პირობას. (ბავშვებმა თვალდახუჭული
უნდა ამოიცნონ და შემდგომ დაახასიათონ კალათაში მოთავსებული
ხილი და ბოსტნეული) .
|
როლური თამაში.
კითხვა-პასუხი
მსჯელობა
|
მთელი კლასი
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
|
სათამაშო თოჯინები.
ს/ბარათი.
პლაკატები: ბოსტნეული.
სეზონური ხილი.
ხილი, ბოსტნეული
|
12 წთ
8 წთ
|
5
|
მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს მოუხმონ ფანტაზიას. 1.
ხილის და ბოსტნეულის გამოყენებით შექმნან
სასურველი საგანი. (მაგ. კაცუნა, მანქანა და ა.შ.)
2.
(უმი ხილითა და ბოსტნეულით გააკეთონ : ყვავილი, ხე, ზღარბი, სოკო, მზე.)
დავალების შესრულების შემდეგ
მოსწავლეები მოახდენენ ნამუშევრების
პრეზენტაციას.
მათ შორის სსსმ მოსწავლეც.
|
საკუთარი მოსაზრების წარდგენა
სწავლა კეთებით.
(პრაქტიკული სამუშაო)
დაკვირვება
სიტყვიერი შექება
|
ინდივიდუალური
ჯგუფიდან ერთი ხელმარჯვე მოსწავლე
(პრეზენტატორი)
|
კომპიუტერი
კონტეინერები დაჭრილი ხილი და
ბოსტნეული.
თეფშები.
|
5 წთ
|
6
|
მასწავლებელი კლასის დახმარებით
კითხვებით აჯამებს გაკვეთილს .
რა ვისწავლეთ დღეს?
რომელი აქტივობა მოგეწონათ?
ვინ იყო აქტიური გაკვეთილზე?
კიდევ
ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ხილისა და ბოსტნეულის, როგორც ჯანსაღი
საკვები პროდუქტის , მნიშვნელობაზე
ჯანმრთელობისათვის.
გაკვეთილზე მიღწეული წარმატების გამო მასწავლებელი ყველა მოსწავლეს მადლობას გადაუხდის აქტიურობისათვის და ჯილდოდ გადასცემს ჯადოსნური სკივრის ოქროს გასაღებს.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკა.
ოქროს გასაღები
|
2 წთ
|
7
|
საშინაო დავალება
|
ინსტრუქტაჟი
|
ბუნების
სახელმძღ-ლო (პირველი კლასი. გ.კვანტალიანი)გვ. 43.
|
1 წთ
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება ბუნ.I.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
უსაფრთხოების წესების დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში;
·
ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;
·
იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმას (მაგ. ნახატი, ზეპირმეტყველება, ისტ) საკუთარი მოსაზრებების ან/და კვლევის შედეგების წარდგენისას.
მიმართულება: ცოცხალი სამყარო ბუნ.I.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება.
·
აღწერს ნაცნობი სხეულის თვისებებს (მაგ., ფერი, სუნი, ფორმა, გემო, ფაქტურა) და უკავშირებს მათ აღქმას სხვადასხვა შეგრძნების ორგანოს (მაგ., „ბურთი წითელია - თვალი“, „შოკოლადი ტკბილია - ენა“, ან „თოვლი თეთრი და ცივია - თვალი და კანი“, „ლიმონი ყვითელი და მჟავეა - თვალი და ენა“)
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
კი
|
არა
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
||
იცავს დროის ლიმიტს
|
კითხვა-პასუხის
შეფასების სქემა
1.
მასალის გამოკითხვის
პროცესში.
2.
ახალი
მასალის ახსნის დროს.
(ეხება სსსმ მოსწავლესაც)
1
|
პასუხობს დასმულ კითხვებს
|
დიახ
|
არა
|
2
|
მობილიზებულია
|
||
3
|
ყურადღებიანია
|
დაკვირვების
ბარათი (პრაქტიკული სამუშაო)
თარიღი: 14. 05.18
|
თემა
: ხილია თუ ბოსტნეული?
|
|
მოსწავლის
გვარი, სახელი
|
კარგი
|
საშუალო
|
სტურუა ლილლე
|
||
ლაგვილავა
თებეა
|
||
ნინოშვილი ბარბარა
|
||
ჭინჭარაული
მაია
|
||
ვასაძე დაჩი
|
ხელმოწერა:
ლალი მაისურაძე
თარიღი: 14. 05. 18
წ.
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
რეფლექსია
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი
გვარი, პირადი ნომერი: ლალი მაისურაძე
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ პირველი კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21.
მათ შორის სსსმ მოსწავლე - 1
გაკვეთილის თემა: რიცხვი 20
გაკვეთილის მიზანი: გაცნობა და მიღება რიცხვისა 20. რიცხვების(10-20-ის ფარგალში)ჩაწერის, წაკითხვის,
შეკრებისა და გამოკლების შესრულების უნარის
განმტკიცება. რიცხვითი სახელის, რიცხვისა
და რაოდენობების ერთმანეთთან შესაბამისობის
დადგენის უნარ-ჩვევის განვითარება. ორნიშნა რიცხვების წარმოდგენა თანრიგობრივ
შესაკრებთა ჯამის სახით. მარტივი ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება. ჯგუფური
სამუშაოს შესრულებისას თანამშრომლობის უნარ-ჩვევის განვითარება.
სსსმ მოსწავლის
მიზანი: რიცხვების წაკითხვა 10-20-მდე. კითხვებზე
პასუხის გაცემა. ბარათზე მუშაობა. რიცხვის 20 - გამოწერა.
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
პოზიტიური განწყობისა და სწავლისადმი მოტივაციის გაღვივების
შემდეგ , მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით
ხდება საშინაო დავალების გარჩევა.
მოსწავლეებს უაქტიურდებათ არსებული წინარე ცოდნა საინტერესო სავარჯიშოების და მ/თამაშის „გააგორე კამათელი“ შესრულებით.
(მონაწილეობას მიიღებს სსსმ მოსწავლეც)
მასწავლებელი
კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს,
შეფასების რუბრიკებს მათთვის გასაგებ ენაზე. მოხდება რიცხვის-20 გაცნობა, მიღება.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი, თანრიგების აბაკი, ფანქრები, დომინოს კოჭები, კამათელი, პლაკატი-რიცხვი
20.
რიცხვების ბარათები
შეფასების რუბრიკები
|
12 წთ
|
2
|
მოსწავლეები სრულად გაიაზრებენ და გააცნობიერებენ
, ჩამოაყალიბებენ იმას, რაც არსებითად უკვე იციან, პრაქტიკულ დონეზე.
მოსწავლეები თავიანთ შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით,
მიწოდებული რესურსის გამოყენებით, შეძლებენ შეასრულონ ჯგუფური სამუშაო. მოიფიქრებენ
, შეადგენენ და ჩაწერენ ტოლობებს, რომელთა
მნიშვნელობა 20-ის ტოლია.
სსსმ მოსწავლე
პასუხობს მასწავლებლის კითხვებს. ითვლის,
ასახელებს 11-20-მდე რიცხვებს. აფერადებს ბარათში ათეულებად წარმოდგენილ საგნებს.
წერს რიცხვს-20.
|
პრაქტიკული სამუშაო
(სწავლა კეთებით)
დაკვირვება
კითხვა-პასუხი
|
ჯგუფური მუშაობა
ინდივიდუალური მუშაობა(სსსმ მოსწავლე)
|
დაკვირვების ბარათი
კოჭები, მაგნიტები, ჩხირები, კუბიკები, სვეტები.
ფანქრები.
პლაკატი-რიცხვები11-20.
ინდ. ბარათი.
|
7 წთ
|
3
|
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია მოხდება მ/თამაშით „გავიაროთ თაღის ქვეშ“. თამაშში მონაწილეობას იღებს სსსმ მოსწავლე, შემდგომ
იგი თავის ნამუშევარს გააკრავს დაფაზე.
|
კითხვა-პასუხი.
მ/თამაში.
სიტყვიერი შექება
|
პრეზენტატორები
|
პლაკატი-რიცხვი 20.
რიცხვების ბარათები.
|
8 წთ
|
4
|
მოსწავლეები
განიმტკიცებენ ცოდნას მარტივ ამოცანებზე მუშაობით.
მასწავლებელს გამზადებული აქვს ამოცანა(დაჭრილი ფორმით)
მოსწავლეები წაიკითხავენ, ააწყობენ და მსჯელობით ამოხსნიან ამოცანას დაფაზე .
|
კითხვა -პასუხი
|
მთელი კლასი
ახსნა-განმარტებითი
|
დაფა, ცარცი, ფერადი მუყაოს ზოლები.
|
5 წთ
|
5
|
მასწავლებელი კლასის დახმარებით კითხვებით აჯამებს გაკვეთილს .
რა ვისწავლეთ დღეს?
რომელი აქტივობა მოგეწონათ?
ვინ იყო აქტიური
გაკვეთილზე?
მასწავლებელი შეაქებს მოსწავლეებს. მადლობას გადაუხდის თანამშრომლობისა და აქტიურობისათვის.
საშინაო დავალება
რიცხვი-
20. (გამოწერა)
|
კითხვა-პასუხი
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
რვეული
|
2 წთ.
1 წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს
შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
Ø ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი
რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს
რიცხვს;
Ø კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრითი რიცხვითი სახელების გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, განმარტავს 11-დან 20-მდე რიცხვების
სახელდებას; ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს;
Ø მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს
თვლა, რიცხვებს შორისდამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას,
განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?")
მოსწავლეები შეძლებენ
10-20-მდე რიცხვების პირდაპირ და უკურიგით თვლას, ჩაწერას, წაკითხვას.
ორნიშნა რიცხვის წარმოდგენას თანრიგობრივ შესაკრებთა ჯამის სახით.
მარტივი ამოცანების მსჯელობით ამოხსნას
და ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას თანამშრომლობის უნარ-ჩვევის განვითარება-განმტკიცებას..
სსსმ მოსწავლე
შეძლებს 10-20 მდე
რიცხვების დასახელებას პლაკატზე. აგრეთვე ბარათზე ათეულებად წარმოდგენილი საგნების გაფერადებას და რიცხვის
-20 გამოწერას.
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
|
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი
პირობები)
|
|
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს
დასკვნებს
|
|
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
|
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
|
იცავს დროის ლიმიტს
|
კითხვა-პასუხის შეფასების
სქემა
1.
მასალის გამოკითხვის
პროცესში.
2.
ახალი
მასალის ახსნის დროს.
(ეხება სსსმ მოსწავლესაც)
1
|
პასუხობს დასმულ კითხვებს
|
დიახ
|
არა
|
2
|
მობილიზებულია
|
||
3
|
ყურადღებიანია
|
ხელმოწერა: ლალი მაისურაძე
თარიღი: 27.02.
2018 სასწ. წელი
ჩატარებული გაკვეთილის
რეფლექსია
გაკვეთილის
ჩატარების თარიღი: 06 .03.2018.
სკოლა -- სსიპ ქ. თბილისის
181-ე საჯარო სკოლა
კლასი
-- I-1
საგანი
-- მათემატიკა
გაკვეთილის თემა --რიცხვი 20
ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგების მიხედვით: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:10-20-მდე რიცხვების პირდაპირ
და უკურიგით თვლა, ჩაწერა, წაკითხვა და გამოსახვა
სხვადასხვამოდელისგამოყენებით;
მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება.ორნიშნა
რიცხვის წარმოდგენა თანრიგობრივ შესაკრებთა ჯამის სახით. შეკრება-გამოკლების
თვალსაჩინოდ დემონსტრირება.
მარტივი ამოცანების
მსჯელობით ამოხსნა და ჯგუფური
სამუშაოს შესრულებისას თანამშრომლობის უნარ-ჩვევის განვითარება-განმტკიცება.
სსსმ მოსწავლემ
უნდა შეძლოს 10-20 მდე რიცხვების
დასახელება პლაკატზე. აგრეთვე ბარათზე ათეულებად წარმოდგენილი საგნების გაფერადება და რიცხვის -20 გამოწერა.
გამოყენებული
მეთოდები/სტრატეგიები: რიცხვების
წაკითხვა-ჩაწერა. მათი წარმოდგენა სათანრიგო
შესაკრებთა ჯამის სახით. რიცხვებზე
შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება.
ამოცანის ამოხსნა. ჯგუფური მუშაობა(სწავლა კეთებით)
გაკვეთილზე გამოყენებული სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი,
თანრიგების აბაკი, ფანქრები, დომინოს კოჭები, კამათელი, სვეტები,
რ/ბარათები, პლაკატები, საანგარიშო, კოჭები, ფ/მაგნიტები, კუბები, ჩხირები,
ფ/მუყაოს ზოლები, დაკვირვების ბარათი.
მარკერი, სტიკერები.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის
თემა. მიზნები, შეფასების კრიტერიუმები. გაკვეთილი
წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების
მიხედვით.
პოზიტიური განწყობისა
შექმნისა და სწავლისადმი მოტივაციის გაღვივების
შემდეგ , მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით
მოვახდინე საშინაო დავალების გარჩევა
დაფაზე.
მოსწავლეებს გავუაქტიურე
წინარე ცოდნა საინტერესო სავარჯიშოების
და მ/თამაშის „გააგორე კამათელი“ გამოყენებით. (მონაწილეობას იღებდა სსსმ მოსწავლეც)
მოსწავლეებმა დაასახელეს
უმცირესი ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვები. უდიდესი ერთნიშნა რიცხვი, კენტი და
ლუწი რიცხვების დასახელებისა და წაკითხვის პროცესში გავიხსენეთ
(შესაბამისი) შესწავლილი ლექსები. დაასახელეს მოცემული რიცხვის მეზობელი რიცხვები.
განმარტეს რიცხვების სახელწოდებები.მაგ. 19--
ათ-ცხრა-მეტი(ათზე ცხრით მეტი) რიცხვის შედგენილობა. მოსწავლეებმა
პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს დავალება დაფასთან და
საანგარიშოსთან.თანრიგების აბაკის
გამოყენებით მოხდა წინარე ცოდნის
გააქტიურება და ახალი მასალის
ახსნა.
ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა
წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს. გაკვეთილის მიზნების მიღწევას, სწორად დაგეგმილი
აქტივობების წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან
ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახულ მიზნების შესაბამისი შედეგები
დადგომას. ეფექტურად გამოვიყენე საგაკვეთილო რესურსები ჯგუფური მუშაობის დროს. მოვახდინე
მოსწავლეთა დაჯგუფება ფერების მიხედვით. (გამოვიყენე ფ/სტიკერები). კლასი დავყავი 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს უნდა მოეფიქრებინა,
შეედგინა და ჩაეწერა ტოლობა, რომლის მნიშვნელობა
20-ის ტოლი იქნებოდა. შემდგომ კი მათემატიკური თამაშის“თაღის ქვეშ“ გამოყენებით
მოხდებოდა შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია.
ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ ეს
დიდაქტიკური თამაში,თუმცა, ჯობდა მეტად დამეკონკრეტებინა საპრეზენტაციო ინტრუქცია.
ჯგუფური მუშაობის
დაწყებამდე კლასს შევახსენე მუშაობის წესები. მოვუწოდე ურთიერთთანამშრომლობისაკენ,
ერთმანეთის აზრის პატივისცემისა და ჩართულობისაკენ.
ვიდრე ჯგუფები მუშაობდნენ
, მასწავლებელი ინდივიდუალურად მუშაობდა სსსმ მოსწავლესთან.( პლაკატზე რიცხვების ამოცნობა,
დასახელება, ბარათზე ათეულებად გამოსახული თევზების დათვლა-გაფერადება) სსსმ მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო დიდაქტიკურ თამაშშიც.
ის აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია , ის რომ ახალი მასალის
ახსნა მომიწია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, რადგან მოსწავლეები თვითონ მივიდნენ დასკვნამდე,პრაქტიკული სამუშაოდან
(სწავლა კეთებით), გამომდინარე რომელი რიცხვებით იყო შესაძლებელი ახალი რიცხვი
20 -ის მიღება სხვადასხვა ხერხით. (გზით) აგრეთვე , მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამოცანაზე
მუშაობას. ამოცანის ამოხსნა წარიმართა
მსჯელობით.(მთელი კლასი) გავიხსენეთ და ჩამოვაყალიბეთ ამოცანის შემადგენელი ნაწილები. რის შემდგომაც ბავშვებმა ააწყვეს, გაამთლიანეს და ამოხსნეს
დაჭრილი ამოცანა .
თითოეული აქტივობის
მერე ვახდენდი მოსწავლეთა შეფასებას შექებით, დაკვირვების ბარათით. ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას შეფასების რუბრიკების გათვალისწინებით. გაკვეთილის
მსვლელობისას არ დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება.
ვფიქრობ, სახალისო და საინტერესო გაკვეთილი ჩავატარე,
რაც მოსწავლეებმაც აღნიშნეს. შევთანხმდით,
რომ მომდევნო გაკვეთილს მსგავსი აქტივობებით დავიწყებდით.
კმაყოფილი ვარ ჩატარებული გაკვეთილით. ვთვლი, რომ მიზანს
მივაღწიე.
ხელმოწერა: /ლ. მაისურაძე/
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი : ლალი მაისურაძე
საგანი: ქართული/ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/II1
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
მათ შორის სსსმ მოსწავლე :
გაკვეთილის თემა: „ბაბუაწვერა“
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო/ინტეგრირებული
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები ამოიცნობენ
და ჩამოთვლიან მცენარის შემადგენელ ნაწილებს.
დაასახელებენ რა არის საჭირო მისი ზრდა-განვითარებისთვის. წაიკითხავენ, გაიგებენ და
გაიაზრებენ მხატვრულ ტექსტს , უპასუხებენ შეკითხვებს, განივითარებენ თანამშრომლობით უნარებს.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
|||
1.
|
საორგანიზაციო საკითხები. მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების რუბრიკებს
.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები
|
2 წთ
|
|||
2.
|
აქტივობის მიზანი:
პოზიტიური განწყობის შექმნა, სწავლისადმი
მოტივაციის ამაღლება. მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით საშინაო დავალების განხილვა.
წინარე ცოდნის გააქტიურება.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
პლაკატი-მცენარე. მცენარის ნაწილები -
ეს რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს გაიხსენონ მცენარის შემადგენელი ნაწილები.
|
5 წთ.
|
|||
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი საშინაო დავალების- ‘დაშიფრული სიტყვები“
განხილვის შემდეგ სვამს დამაზუსტებელ კითხვებს.
რა არის ბუნება?
რა არის ბაბუაწვერა?
მცენარეების რამდენ ჯგუფს განარჩევენ?(სამ ჯგუფს)
|
||||||||
ჩამოთვალეთ
მცენარის ნაწილები. (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი)
რა არის სჭირო მისი
ზრდა-განვითარებისათვის?
( სინათლე, სითბო, წყალი)
სად გინახავთ ბაბუაწვერა?
მასწავლებლის შეფასება და განმავითარებელი კომენტარი.
|
||||||||
3.
|
აქტივობის
მიზანი:
ტექსტის
წაკითხვა, გაგება-გააზრება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს წარუდგენს
ელექტრონულ წიგნს „ბაბუაწვერა“. თავდაპირველად
კითხვას იწყებს მასწავლებელი.
შემდეგ კითხვას აგრძელებენ მოსწავლეები. მოსწავლეების
პასუხებზე დაყრდნობით მასწავლებელი ავსებს
სქემას -„მოვლენების ჯაჭვი“
მასწავლებლის შეფასება და განმავითარებელი კომენტარი.
|
გაგრძელებითი კითხვა.
|
ინდივიდუალური
|
სლაიდშოუ -„ბაბუაწვერა.“მოსწავლეებში აღძრავს ინტერესს
ტექსტისადმი.
Microsoftpowerpoint
მოვლენათა ჟაჭვი -
სქემა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტექსტის სიღრმისეულ წვდომას, გაგება-გააზრებას.
გამოსაძახებელი
ჩხირები
დაფა. ფორმატი.
მარკერი
|
15 წთ
|
|||
4.
|
აქტივობის
მიზანი:
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები შეავსებენ გაშლილი ხელის მტევნის ფორმის სქემას ხუთ შეკითხვაზე.(ვინ? რა? სად? როდის? რატომ?) ერთი კითხვის (როგორ?) დამატებით. შემთხვევითობის პრინციპით მოსწავლეები
სურვილის მიხედვით აირჩევენ წინადადებას, ხაგასმულ სიტყვას შეუსაბამებენ კითხვას
და შეავსებენ სქემას.
მასწავლებლის შეფასება და განმავითარებელი კომენტარი.
|
„ ვარიაცია
5+1“
|
მთელი კლასი
|
სქემა „თითები“,
რათა მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ტექსტის გაგება-გააზრება.
ინფორმაციის გამოყოფა-დახარისხება.
წინადადებების ბარათები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს
სქემის „თითები“ შევსებას.
გამოსაძახებელი ჩხირები
|
5 წთ
|
|||
5.
|
აქტივობის
მიზანი: მცენარის ნაწილების დასახელება
ბუნებაში შეძენილი ცოდნისა და წაკითხული ტექსტის მიხედვით
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
მოსწავლეებს ურიგებს ბარათებს შეკითხვებით.
კლასი დაყოფილია ჯგუფებად.
აცნობს ინსტრუქციას.
მოსწავლეები გაიხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს
და იწყებენ მუშაობას.
დროის ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს
შესრულებულ სამუშაოს და აძლევს უკუკავშირს.
მასწავლებლის შეფასება და განმავითარებელი კომენტარი.
|
კითხვა-პასუხი
|
ჯგუფური მუშაობა
|
შეკითხვების ბარათების საშუალებით მოსწავლეები დაასახელებენ
მცენარის ნაწილებს ბუნებაში შეძენილი ცოდნისა და წაკითხული ტექსტის
მიხედვით.
კალმები
|
8 წთ
|
|||
6.
|
შეჯამება
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
2 წთ
|
||||
7.
|
შეფასება
|
სიტყვიერი შექება. განმავითარებელი.
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები.
|
2 წთ
|
|||
8.
|
საშინაო
დავალება
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
ლელა ქისტაურის მოთხრობა „ბაბუაწვერა“
(ამობეჭდილი ტექსტი)
დახატონ
„ბედნიერი ბაბუაწვერა“
|
1 წთ
|
|||
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
ესგ: ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø
ხმამაღლა (მთლიანი
სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ
მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
ქართ.დაწყ.(I).12.
მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის
შესაბამისად.
Ø იყენებს მარტივ გრაფიკულ სქემებს, გრაფიკულ
მაორგანიზებლებს ინფორმაციის დასაჯგუფებლად;
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება
·
ამოიცნობს, აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილუსტრაციაზე ან რეალობაში;
შეფასების რუბრიკები
N
|
შეფასების კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
1.
|
მცენარის ამოცნობა, მისი შემადგენელი ნაწილების ჩამოთვლა.
|
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ამოიცნობს და ჩამოთვლის მცენარის ნაწილებს
|
მოსწავლე უმეტესად სწორად ამოიცნობს და ჩამოთვლის მცენარის ნაწილებს.
|
მოსწავლე ყოველთვის სწორად ამოიცნობს მცენარეს და
ჩამოთვლის მის ნაწილებს.
|
2.
|
მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო
პირობების დასახელება.
|
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით ასახელებს რა არის
საჭირო
მცენარის ზრდა-განვითარებისათვის.
|
მოსწავლე ხშირად სწორად ასახელებს რა არის საჭირო
მცენარის ზრდა-განვითარებისთვის.
|
მოსწავლე ყოველთვის ზუსტად ასახელებს რა არის საჭირო
მცენარის ზრდა-განვითარებისთვის.
|
3.
|
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) წაკითხვა
და მარტივი წინადადებებით შედგენილი მცირე ზომის ტექსტის გაგება-გააზრება.
|
კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის
ტექსტს, თუმცა უჭირს მისი გაგება-გააზრება.
|
კითხულობს(მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით), იგებს
და ნაწილობრივ ახერხებს გაიაზროს მარტივი წინადადებებით შედგენილი მცირე ზომის ტექსტი.
|
ყოველთვის ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით)კითხულობს,
იგებს და იაზრებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტს.
|
4.
|
წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხების გაცემა.
|
უჭირს პასუხების გაცემა.
|
ზოგჯერ არასრულად პასუხობს ტექსტის მიხედვით დასმულ
შეკითხვებს.
|
სრულად პასუხობს ყველა შეკითხვას წაკითხულ ტექსტთან
დაკავშირებით.
|
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
არ არის ჩართული,
არ ცდილობს აზრის დაფიქსირებას. არ იღებს მონაწილეობას
არცერთი ტიპის დავალების შესრულებაში.
|
მეტ-ნაკლებად
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, თუმცა უჭირს დროის ლიმიტის დაცვა.ცდილობს მონაწილეობა
მიიღის სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულებაში.
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, ცდილობს აზრი მკაფიოდ
და ნათლად გამოხატოს.ყველა ტიპის დავალების შესრულებაში იღებს მონაწილეობას თუმცა
უჭირს ზოგიერთზე თავის გართმევა.
|
აქტიურად ჩართულია, აქვს მკაფიო არგუმენტირებული და
გააზრებული პასუხები.აქტიურად მონაწილეობს ყველა ტიპის დავალების შესრულებაში, რასაც
კარგად ართმევს თავს.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
|
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
|
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი
პირობები)
|
|
ჯგუფი პასუხობს ყველა შეკითხვას
|
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
მასწავლებლის სახელი და გვარი: ლალი მაისურაძე
თარიღი: 17.04.2019 წ.
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი : ლალი მაისურაძე
საგანი: ბუნება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/II1
მოსწავლეთა რაოდენობა: 22
მათ შორის სსსმ მოსწავლე :
გაკვეთილის თემა: “დედამიწა ჩვენი სახლია“
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო/პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები ამოიცნობენ
წყლისა და ხმელეთის ობიექტებს. უპასუხებენ
შეკითხვებს.
ქმნიან საარსებო
გარემოს შესაბამის ილუსტრაციას. მსჯელობენ გარემოს მნიშვნელობაზე
და გამოაქვთ დასკვნები. განივითარებენ თანამშრომლობით უნარებს.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხები. მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების რუბრიკებს
.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები
|
2 წთ
|
2.
|
აქტივობის მიზანი:
პოზიტიური განწყობის შექმნა, სწავლისადმი
მოტივაციის ამაღლება. მთელ
კლასთან ერთობლივი ინტერაქციით საშინაო
დავალების განხილვა.
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი საშინაო დავალების -კროსვორდი (რომლის
მთავარი სიტყვაა დედამიწა, განხილვის შემდეგ მოსწავლეებს აჩვენებს დედამიწის მოდელს და სვამს დამაზუსტებელ კითხვებს:
რა არის დედამიწა? როგორია? რა არის გამოსახული გლობუსზე?
რომელი ფერითაა გლობუსზე აღნიშნული კონტინენტები ,ოკეანეები
?
დედამიწის რა ნაწილი უჭირავს ხმელეთს? წყალს?
რა შეიძლება ვუწოდოთ დედამიწას?
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
კროსვორდი.
გლობუსი
|
3 წთ
|
3.
|
აქტივობის
მიზანი:
წერილის წაკითხვა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ბავშვებს წაუკითხავს მათი თანატოლის
წერილს „დედამიწა ავადაა“. მოსწავლეები იმსჯელებენ
წერილში წამოჭრილ პრობლემაზე.
|
კითხვა-პასუხი.
|
მთელი კლასი
|
წერილი.
|
3 წთ
|
4.
|
აქტივობის
მიზანი:
რატომ შეიქმნა ღმერთმა დედამიწა.
როგორი იყო
უწინ და როგორი არის ახლა .
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს „რატომ შეიქმნა დედამიწა?“ რის შემდეგაც
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით მოსწავლეებს წარუდგენს სლაიდ შოუს-„დედამიწა ავადაა“.
ბავშვები
ისაუბრებენ იმაზე, რამ გახადა დედამიწა ავად და როგორ შეიძლება დაეხმარონ მას.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
ვიდეო.
სლაიდშოუ-„დედამიწა ავადაა“.
პროექტორი.
კომპიუტერი.
|
7 წთ
|
5.
|
აქტივობის
მიზანი:
საარსებო გარემოს შესაბამისი ილუსტრაციის შექმნა.
აქტივობის „დავეხმაროთ დედამიწას“-აღწერა:
კლასი დაყოფილია ჯგუფებად.
მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს ფლიპჩარტს. აცნობს დავალების ინსტრუქციას.
ჯგუფის წარმომადგენელი
ამოიღებს კამათელზე დამაგრებულ დავალებას და გააცნობს ჯგუფის წევრებს. მოსწავლეები
გაიხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს და იწყებენ მუშაობას.ქმნიან საარსებო გარემოს
შესაბამის ილუსტრაციას.
I ჯგუფი
„დაბინძურებული დედამიწა’.(წყალი)
IIჯგუფი
„დაბინძურებული
დედმიწა“.(ხმელეთი)
III ჯგუფი
„ბედნიერი
დედამიწა“.
IVჯგუფი
დაამზადებს
ბუკლეტს.
დროის ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს
შესრულებულ სამუშაოს და აძლევს უკუკავშირს.
|
კითხვა-პასუხი
|
ჯგუფური მუშაობა
|
კამათელი/ბარათით.
ფლიპჩარტი
ფ/ფანქრები,მარკერები.
|
20 წთ
|
6.
|
შეჯამება
მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით ,პლაკატების
-- „დედამიწა ჩვენი სახლია“ და „გადავარჩინოთ დედამიწა“!
გამოყენებით შეაჯამებს გაკვეთილს.
მოსწავლეები
იმსჯელებენ გარემოს მნიშვნელობაზე
და გამოიტანენ
დასკვნებს.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
პლაკატი-„დედამიწა
ჩვენი სახლია.“
პლაკატი -„გადავარჩინოთ
დედამიწა.
ვიდეო-„გამარჯობა
დედამიწა!“
|
3 წთ
|
7.
|
შეფასება
მასწავლებელი შეფასების რუბრიკებზე დაყრდნობით ახდენს გაკვეთილის
შეფასებას .
|
სიტყვიერი შექება. განმავითარებელი.
|
მთელი კლასი
|
შეფასების რუბრიკები.
|
1 წთ
|
8
|
საშინაო
დავალება
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
საინფორმაციო ბუკლეტების-“გადავარჩინოთ დედამიწა“
დამზადება.
|
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
ესგ: ბუნება II.
3.
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის გარემოს მნიშვნელობაზე
მსჯელობა.
·
ქმნის
კონკრეტული ორგანიზმებისათვის საარსებო გარემოს
მოდელს.(ჩანახატი, აპლიკაცია, კომპოზიცია)
·
ბუნება
II. 6. ასახელებს და
აღწერს წყლისა და ხმელეთის ობიექტებს.
შეფასების რუბრიკები
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
გაკვეთილზე ჩართულობა
|
არ არის ჩართული. არ ცდილობს აზრის დაფიქსირებას. არ იღებს მონაწილეობას არცერთი ტიპის დავალების
შესრულებაში.
|
მეტ-ნაკლებად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, თუმცა უჭირს
დროის ლიმიტის დაცვა. ცდილობს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულებაში.
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, ცდილობს აზრი მკაფიოდ და ნათლად გამოხატოს. ყველა ტიპის დავალების შესრულებაში იღებს მონაწილეობას. თუმცა უჭირს ზოგიერთისთვის თავის
გართმევა.
|
აქტიურად არის ჩართული. აქვს მკაფიო არგუმენტირებული
და გააზრებული პასუხები. აქტიურად მონაწილეობს
ყველა ტიპის დავალების შესრულებაში, რასაც კარგად ართმევს თავს.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
ჯგუფის ყველა
წევრი ჩართულია
|
|
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
|
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ(აზრის გამოხატვის თანაბარი
პირობები)
|
|
ჯგუფი პასუხობს ყველა შეკითხვას
|
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
მასწავლებლის სახელი და გვარი: ლალი მაისურაძე
თარიღი: 29.05.2019.
რეფლექსია
გაკვეთილის
ჩატარების დღე: 29.05.2019.
სკოლა:
სსიპ ქ. თბილისის 181-ე საჯარო სკოლა
კლასი: II-1
მასწავლებელი: ლალი მაისურაძე
საგანი: ბუნება
გაკვეთილის
თემა: „დედამიწა ჩვენი სახლია“
გაკვეთილის
ტიპი: სამოდელო/პრობლემაზე ორიენტირებლი
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგების მიხედვით:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ამოიცნონ
წყლისა და ხმელეთის ობიექტები, უპასუხონ შეკითხვებს. შექმნან საარსებო გარემოს შესაბამისი ილუსტრაცია. იმსჯელონ გარემოს მნიშვნელობაზე და გამოიტანონ დასკვნები.
განივითარონ თანამშრომლობითი უნარები.
გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები:
·
ვერბალური
ახსნა
·
კითხვა-პასუხი
·
მასწავლებლის
მიერ გარკვეული მონაკვეთის ხმამაღლა წაკითხვა
·
გაკვეთილის
შეჯამება, შეფასება
·
საშინაო
დავალება
სასწავლო რესურსები: ლეპტოპი, პროექტორი, კომპიუტერი,
შეფასების რუბრიკები,
კროსვორდი, გლობუსი, წერილი, ვიდეო,
კამათელი, ბარათები,
ფლიპჩარტი, ფ/ფანქრები, მარკერები,
სლაიდშოუ, პლაკატები, მაგნიტები.
გაკვეთილის შედეგები: პოზიტიური განწყობის
შექმნისა და სწავლისადმი
მოტივაციის ამაღლების
შემდეგ, მთელ კლასთან ერთობლივი
ინტერაქციით
მოვახდინე საშინაო დავალების
განხილვა დაფაზე(კროსვორდი).
კლასს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზნები, შეფასების რუბრიკები. მოსწავლეებს
გავუაქტიურე წინარე ცოდნა დედამიწის მოდელის (გლობუსი) გამოყენებით. დავსვი დამაზუსტებელი კითხვები.
გაკვეთილი წარვმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით.
მოსწავლეებს
წავუკითხე მათი თანატოლი გოგონას წერილი „დედამიწა ავადაა“.
ბავშვებმა იმსჯელეს წერილში წამოჭრილ პრობლემაზე. შემდეგ კი
ბავშვებმა ისაუბრეს საკითხზე-„რატომ შექმნა ღმერთმა დედამიწა“.
(ვიდეოზე დაყრდნობით), როგორი იყო იგი უწინ და როგორი
არის ახლა.
მოვისმინე ბავშვების აზრი, რის შემდეგაც პროექტორის
საშუალებით
მოსწავლეებს წარვუდგინე სლაიდშოუ
„დედამიწა ავადაა“. ბავშვებმა ისაუბრეს
იმაზე, რამ გახადა დედამიწა ავად და როგორ შეიძლება
დაეხმარონ
დედამიწას
გამოჯანმრთელებაში. აღნიშნული საკითხის
სიღრმისეული
წვდომისთვის
კლასს მომდევნო აქტივობად შევთავაზე ჯგუფური
მუშაობა-„დავეხმაროთ დედამიწას.“ კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად. ჯგუფებს
შევახსენე ჯგუფური მუშაობის წესები, (თანამშომლობა,
აზრის პატივისცემა, ჩართულობა, დროის ლიმიტის დაცვა) თითოეულ ჯგუფს დავურიგე ფლიპჩარტი,
ფანქრები, მარკერები. გავაცანი ინსტრუქცია. ვთხოვე კამათლიდან ამოეღოთ ჯგუფისთვის განკუთვნილი
დავალება და დაეწყოთ მუშაობა. ჯგუფებს უნდა შეექმნათ სააარსებო გარემოს შესაბამისი
ილუსტრაცია.
I ჯგუფი
„დაბინძურებული
დედამიწა’.(წყალი)
IIჯგუფი
„დაბინძურებული დედმიწა“.(ხმელეთი)
III ჯგუფი
„ბედნიერი დედამიწა“.
IVჯგუფი
ბუკლეტის
„გავუფრთხილდეთ დედამიწას“-დამზადება.
ჯგუფებმა კარგად გაართვეს დავალებას თავი, მცირედი ხარვეზი შეინიშნებოდა
(პრეზენტაციის დროს) მეოთხე ჯგუფის ნამუშევარში.
მოსწავლეებთან ერთად გავიხილე საპრეზენტაციო მასალა და ხარვეზი ჩავასწორეთ.
ყოველი აქტივობის
შემდეგ ვახდენდი მოსწავლეების შეფასებას , შეფასების რუბრიკებზე
დაყრდნობით.
გაკვეთილის შეჯამება მოვახდენე (ჩემი დამზადებული რესურსით) პლაკატების:
„დედამიწა ჩვენი სახლია,“ და „ გადავარჩინოთ დედამიწა“ გამოყენებით. ბავშვებმა იმსჯელეს გარემოს
მნიშვნელობაზე და გამოიტანეს დასკვნა:
მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ გარემოს. გვახსოვდეს, რომ ბუნების გაუფრთხილებლობა მთელ
კაცობრიობას უქმნის საფრთხეს! დასარულ ყველამ
ერთად ავირჩიეთ სუფთა, ჯანმრთელი დედამიწა და სიმღერით გამოვხატეთ სიყვარული ჩვენი
პლანეტისადმი.(ვიდეო-„გამარჯობა დედამიწა! „)
საშინაო დავალებად მივეცი ბუკლეტის „გავუფრთხილდეთ დედამიწას“
დამზადება.
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა. არ დამჭირდა გეგმის მოდიფიცირება.
გაკვეთილი საინტერესო, მრავლისმომცემი გამოვიდა. მოსწავლეებმა ყველა აქტივობას კარგად გააართვეს
თავი. აქტიურობდნენ, ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში. ვთვლი, რომ დასახულ მიზანს
მივაღწიე.
თარიღი: 03.06.2019.
ხელმოწერა: /ლ. მაისურაძე/
No comments:
Post a Comment